მთავარი
მოგესალმებით!
სასკოლო ცხოვრებაში, ალბათ ყველა პედაგოგს, დამრიგებელს წარმატებით გამოუყენებია კლასგარეშე აქტივობები, კლასის საათები, პროექტები, მათ შორის სოციალური პროექტი, არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად, მოსაგვარებლად,დასახული მიზნების მისაღწევად. ჩემ მიერ განხორციელებული სოციალური პროექტი ,,დედავ-სიცოცხლის დიდო საწყისო“, საუკეთესო საშუალება აღმოჩნდა, რომლითაც ბავშვების სულსა და გონებაში შეღწევა და დასახული მიზნის მიღწევა უფრო მარტივი და სასიამოვნო გახდა, ვიდრე ალბათ სხვა ძალისხმევის გამოყენება იქნებოდა. ბლოგის მიზანია სწორედ ჩემი გამოცდილების გაზიარება, აქ განთავსებულია მასალები-პროექტის გეგმა, შეფასების რუბრიკები, შაბლონები,პროექტის პროდუქტები,საინტერესო ბმულები, ბლოგზე თავმოყრილია საინტერესო და მრავალფეროვანი მასალა თემასთან დაკავშირებით, რაც იქნება ერთგვარი გზამკვლევი, დამხმარე დაინტერესებული პირებისათვის.
პატივისცემით, ნანა დათაშვილი
სსიპ ქალაქ ახალციხის N5 საჯარო სკოლის მათემატიკის
უფროსი მასწავლებელი
P.S. ბლოგზე განთავსებულია კითხვარი ბლოგთან დაკავშირებით. გთხოვთ, უპასუხოთ კითხვებს. თქვენი რჩევები, რეკომენდაციები მნიშვნელოვანია ჩემთვის, რათა სამომავლოდ ვიზრუნო ბლოგის შინაარსისა და დიზაინის დახვეწაზე.
Комментариев нет:
Отправить комментарий