среда, 8 марта 2017 г.

                               




                                     





     ,,დედავ - სიცოცხლის დიდო საწყისო,   

დედავ-სიცოცხლის ბურჯო მაგარო,

ეს გული შენი გულით ხალისობს,

შენი თვალებით ვხედავ სამყაროს..."   

                                                                    იოსებ ნონეშვილი










     2017  წლის  6   მარტს    სსიპ   ქალაქ ახალციხის N5 საჯარო სკოლაში შედგა დედის დღისადმი მიძღვნილი  პროექტის,  ,,დედავ-სიცოცხლის დიდო საწყისო...“, პრეზენტაცია  და  დასკვნითი ღონისძიება. პროექტს ვხელმძღვანელობდი   VI-ა კლასის დამრიგებელი, მათემატიკის მასწავლებელი ნანა დათაშვილი. პროექტში ჩართულები იყვნენ:  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი-მაყვალა ბექაური, მუსიკის პედაგოგი-მარინა მჭედლიძე, ისტ-ის პედაგოგი-ნაირა მელიქიშვილი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი-მეგი გურგენიძე. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოიძიეს, გაეცნენ და შეისწავლეს სხვადასხვა პოეტისა და მწერლის ნაწარმოებები. პროექტის პრეზენტაციისას დამსწრე საზოგადოებას წარედგინა ერთი თვის მანძილზე, პროექტის ფარგლებში განხორციელებული მრავალფეროვანი აქტივობების შედეგი:  სიყვარულით გამთბარი  სლაიდ-შოუ, თავისუფალი თემები -,,წერილი დედას“, ამავე თემაზე შექმნილი ნახატები, პროექტის ფარგლებში შესწავლილი ხუთი სიმღერა დედაზე, გაზაფხულზე, ელექტრონულად მომზადებული მისალოცი ბარათები დედებისათვის, მასწავლებლებისათვის, ფინალური აკორდი იყო მოსწავლეების მიერ შთაბეჭდილებათა თაიგულის ,,აკონვა“.  

დასასრულს, მოსწავლეებს დავურიგე სამახსოვრო ბარათები პროექტის დასკვნითი დავალებით.  

      ყველა აქტივობით მოსწავლეებმა გამოხატეს საოცრად ფაქიზი, თბილი, სათუთი და ამაღელვებელი დამოკიდებულება დედებისადმი.