პროექტის რეფლექსია

 

💜💛💜💛💜💛💜💛💜💛💜💛💜💛💜💛

პროექტი, „დედავ, სიცოცხლის დიდო საწყისო“, მიზნად ისახავდა მოსწავლეებში დედის როლისა და მნიშვნელობის გააზრებას, ემოციური კავშირების გაღრმავებას. პროექტმა დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში. მათ სიამოვნებით იმუშავეს როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა წაიკითხეს და გააანალიზეს ლიტერატურულ ნაწარმოებები დედაზე, მიწერეს წერილი დედას, შექმნეს ნახატები დედაშვილობის თემაზე, პრეზენტაცია, შექმნეს მისალოცი ბარათები როგორც ხელნაკეთი, ასევე ელექტრონული და გაუზიარეს ერთმანეთს თავიანთ გამოცდილებას.
პროექტის დასასრულს კი ჩატარდა დასკვნითი ღონისძიება, სადაც ბოლოს პატარებმა უკუკავშირის სახით ,,აკონეს შთაბეჭდილებათა თაიგული"...
პროექტის განხორციელების პროცესმა ხელი შეუწყო მოსწავლეებში სხვადასხვა კომპეტენციების განვითარებას: კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება (ლიტერატურული ნაწარმოებების ანალიზისას); კომუნიკაციის უნარები (დისკუსიებში და პრეზენტაციებში);
შემოქმედებითი უნარები (წერილების, ნახატების, პრეზენტაციისა და მისალოცი ბარათების შექმნისას)...

მოსწავლეებმა უკეთ გაიაზრეს დედის როლი და მნიშვნელობა საკუთარ ცხოვრებაში.
პროექტმა პოზიტიური გავლენა მოახდინა მათ დამოკიდებულებაზე ოჯახისადმი.
პროექტი წარმატებული იყო, რადგან მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ პროექტში, მაღალი იყო მათი მოტივაციის დონე, გამოავლინეს სხვადასხვა ინიციატივა და შეძლეს საკუთარი ემოციების გამოხატვა. მათ მიერ შექმნილმა ნამუშევრებმა აჩვენა, რომ პროექტმა ღრმა კვალი დატოვა მათ ცნობიერებაში.
პროექტი მნიშვნელოვანი გამოცდილება აღმოჩნდამოსწავლეთათვის.

💜💛💜💛💜💛💜💛💜💛💜💛💜💛💜💛

Комментариев нет:

Отправить комментарий